Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ოთხი პირი საავადმყოფოში რჩება
ambebi.ge
17 July 2017, 00:20
აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ოთხი ადამიანი საავადმყოფოში რჩება. მისივე თქმით, ბავშვები დაახლოებით ერთ საათში საქართველოში გამოემგზავრებიან.

”ავტობუსში მყოფი საქართველოს 38 მოქალაქიდან ორი იყო მძღოლი, ხოლო 36 ანსამბლის წევრი და მათი თანმხლები პირი, მათ შორის იყო 26 ბავშვი. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. პრაქტიკულად ყველა მათგანი გამოწერილია კლინიკიდან და ტრაბზონში იკრიბებიან. ოთხი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა, რომელიც ანსამბლის ოპერატორია, მძიმეა. გარდა იმისა, რომ აქვს თავის ტვინის დახურული ტრავმა, აქვს მრავლობითი მოტეხულობა. გადასაწყვეტია საკითხი ოპერაციული ჩარევის შესახებ. ერთ-ერთ მძღოლს Advertisement აქვს მენჯის ძვლების ტრავმა. ერთ თანმხლებ პირს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ტრაბზონში ტრავმული ამპუტაციის გამო გადმოიყვანეს ქალბატონი, რომელმაც მარჯვენა ქვედა კიდური დაკარგა”, - განუცხადა ზაალ მიქელაძემ ”რუსთავი2”-ს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ტრაპიზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი